თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის გამო მოქალაქე დააჯარიმეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
„ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10 420.68 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.