ტოპ-3 ყველაზე სასურველი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მასთან ცხოვრობენ დღეების, თვეების და წლების მანძილზე... დროთა განმავლობაში კი სიხარულით და აღტაცებით ივსებიან.
თუ თქვენ აღმოგაჩნდათ იღბალი და შეხვდით ასეთ ქალს, უბრალოდ იცოდეთ, რომ მასთან ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება. ეს ოცნების ქალია. ასე რომ, არ დაკარგოთ!
ლომი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი პარტნიორი ბედნიერი იყოს. ისინი მას არასდროს დააზარალებენ; პირიქით, იზრუნებენ მასზე და მხარს დაუჭერენ.
ასეთმა ქალმა იცის, რომ სიყვარული შეუძლებელია კომპრომისზე წასვლის გარეშე. ამიტომ ისინი მზად არიან ამისთვისაც. ეს ის შემთხვევაა,
როდესაც პრობლემებზე საუბრობენ, ურთიერთობა კი დროთა განმავლობაში ძლიერდება. მან იცის, როგორ უნდა აღიაროს შეცდომები, მაგრამ თქვენგანაც იმავე სიბრძნეს ელოდება.
მასთან ცხოვრების დროს თავს ისე კარგად გრძნობთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ეკითხებით, იმსახურებთ კი ასეთ გასაოცარ ქალს?
ერთი წუთითაც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ იღბლიანი ხართ, რადგან ბედნიერების დაკარგვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე პოვნა. ლომი სიყვარულს და სინაზეს მოგანიჭებთ, მაგრამ სამაგიეროდ იმავეს ელის. ამიტომ, არასოდეს უგულებელყოთ მისი გრძნობები და ემოციები.
მშვილდოსანი
თუ ფიქრობთ, რომ იცით, რა არის სიყვარული და არაფერი დარჩა, რაც გაგაკვირვებთ, ცდებით. მხოლოდ მაშინ მიხვდებით, თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც აკოცებთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს.
ამ ნიშნით დაბადებული ქალის ცხოვრება ლამაზი ზღაპარივითაა და თქვენ ყოველდღე უფრო ბედნიერები გახდებით.
ის ისეთი ადამიანი იქნება, ვინც გაგამხიარულებთ, როცა ცუდად ხართ და თქვენთან ერთად გაიცინებს, როდესაც ყველაფერი კარგად არის.
ის თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ დადებითს, სიხარულს და სითბოს შემოიტანს. მისი გონება დაგეხმარებათ ამ სამყაროს აღმოჩენაში და იმაშიც, რომ უკეთესი გახდეთ.
ასეთი ქალი მშვენიერი დედა და ერთგული ცოლია. მას უყვარს საჭმლის მომზადება და იცის სახლის მოწყობა.
კირჩხიბი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი არის ძალიან ემოციური და ამავე დროს, ძალიან კეთილი, დამოუკიდებელი, ძლიერი და უშიშარი.
მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეძლებს ენდო. ვინც იქნება მის გვერდით, როდესაც ის დაეცემა და დაეხმარება მას. ადამიანი, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და ძალიან ერთგულია.
ამ ნიშნის წარმომადგენელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გრძნობებს არ მალავს: გკოცნით, გეხუტებათ, გიმეორებთ, რამდენად უყვარხართ. ყველა კაცს შეშურდება თქვენი, რადგან კირჩხიბი ქალის სინაზე შეუდარებელია.
ის შეიძლება გახდეს თქვენი ანგელოზი, თუ პატივისცემით და სიყვარულით მოეპყრობით. ამასთან, ანალოგიურად - მაშინვე ეშმაკად გადაიქცევა, თუ მას შეგნებულად მიაყენებთ ზიანს.