თეგებით ძიება

დავით კოდუა გაათავისუფლეს

ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა.

ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განმარტებით, ბრალდებულს საზღვარგარეთ ოპერაცია და გამოკვლევები სჭირდება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის გაუარესებიდან გამომდინარე, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა სრულად და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდა გირაო, 10 ათასი ლარის ოდენობით", - განაცხადა კოდუას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით 12 აპრილს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა