"მე შენ გიპოვი... გამოიყენე ეს დრო იმისთვის, რომ ილოცო" - ხატია სიჭინავამ პოლიციას მიმართა
მუქარისა და შეურაცხყოფის გამო, ყოფილმა ტელეწამყვანმა, ხატია სიჭინავამ პოლიციას მიმართა.
"მე შენ გიპოვი... გამოიყენე ეს დრო იმისთვის, რომ ილოცო", - წერს ფეისბუქზე სიჭინავა.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მისი სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშს, სადაც სიჭინავას და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარებია განთავსებული.