თეგებით ძიება

ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომელის გაბრაზებასაც უნდა მოერიდოთ

ვერძი:

თქვენ მოქმედების ადამიანი ხართ და გიჭირთ ემოციების კონტროლი. კარგ დღეებში თქვენი ენთუზიაზმი და ენერგია ყველასთვის გადამდებია, მაგრამ თუ ვინმემ გაგაბრაზათ, უმჯობესია უბრალოდ გაიქცნენ. თქვენ წამოიძახებთ პირველივე სიტყვებს, რაც გონებაში ამოტივტივდება, მიუხედავად იმისა, რამდენად რამდენად მტკივნეული იქნება ისინი.

თქვენ გიჩნდებათ მოთხოვნილება, რომ სანამ ყვირით, პარალელურად მოქმედებითაც დაცალოთ არსებული ემოციები - იქნება ეს კედლისთვის მუშტების მოქნევა თუ დრამატული სხეულის ენა. შეიძლება თქვენი სიბრაზე დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ ხანმოკლე აფეთქებები დამანგრეველი და ცოტათი საშიშიც კი გახდება, განსაკუთრებით თქვენი აგრესიის გადასატანად, ფიზიკურ საგნებს გამოიყენებთ.

მორიელი:

მორიელის რისხვა საქვეყნოდ ცნობილია, თანაც არა უმიზეზოდ. თქვენ ბუნებით მგზნებარე, ერთგული, იდუმალი ადამიანი ხართ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისებები დადებით ემოციებს მიეკუთვნება, ისინი დიდ როლს თამაშობენ თქვენი ხასიათის ბნელ მხარეზეც. თქვენ გამოცდილი ხართ სიბრაზის დამალვაში და მის გამოსავლენად, იდეალური მომენტის ელოდებით.

თქვენ მოიფიქრებთ სრულყოფილ სიტყვებს, რათა მოწინააღმდეგეს გული ატკინოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუყოვნებლივ არ რეაგირებთ: მოწინააღმდეგეს აიძულებთ ელოდოს თქვენს პასუხს და თქვენი ინტერესით მოკვდეს. მას შემდეგ რაც თქვენთვის ხელსაყრელ დროს აირჩევთ, იტყვით ყველაფერს ან ისე მოიქცევით, რომ შეუძლებელი გახდება თქვენი მოწინააღმდეგეს გადარჩენა და ურთიერთობის წონასწორობაში მოყვანა.

კურო:

ხალხს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ასეთი საზიზღარი ხასიათი გაქვთ, მაგრამ არ გეჩვენებათ - თქვენ ნამდვილად ვერძისა და მორიელის გვერდით ხართ. მართალია ხშირად ძალიან მოდუნებული და მგრძნობიარე ხართ, მაგრამ როდესაც ვინმე დაიწყებს თქვენი მოთმინების შემოწმებას ან წითელი ხაზების გადაკვეთას, ის დაინახავს თქვენს მხარეს, რომელსაც ყველასგან მალავთ. თქვენ ძალიან მომთმენი ადამიანი ხართ, მაგრამ გაქვთ ლიმიტი და როდესაც ვინმე მას მიაღწევს, მისთვის უმჯობესი იქნება გაიქცეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ის თქვენგან არავინ ელოდება ამგვარ რეაქციას, მრისხანების ეფექტი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. თანაც, თქვენს ირგვლივ, არავინ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს თქვენს აგრესიას, რადგან როგორც წესი, მას უბრალოდ არ ავლენთ. თქვენი ბრაზი დროთა განმავლობაშია დაგროვილი და სიტყვები, თვეების განმავლობაში კარგად დალაგებული. სულაც არ გაინტერესებთ მართალი ხართ თუ არა - თუ ვინმე თქვენს უფროსობას გადაწყვეტს, ის საკადრის პასუხსაც მიიღებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა