თეგებით ძიება

„გურული მელექსე“- ერეკლე ჩხაიძე, ჩვენი დროის პოეტი


„არ ურევია ღმერთის ხელი შენს გაჩენაში
ცოდვის შვილი ხარ გაჩენილი შენ უცოდველოდ,
თუ შეამჩნიე თვით სიკვდილი პოეტის ხელში
უნდა ადგე და უსიკვდილოდ სიცოცხლე წერო“...
ერეკლე ჩხაიძე


გურია და გურულები ყოველთვის გვაოცებენ რაღაც სრულფასოვანითა და გამორჩეულით. გურული კაცი შრომის, ბრძოლის, ლხინის დროს ყოველთვის მღეროდა. ყოველთვის რაღაც იდუმალი მუზა შთააგონებდა ემღერა ან დაეწერა სიმღერა. თანდათან შემოპარებული მუზა რამდენიმე ლექსსაც კი დააწერინებდა.

ლანჩხუთის რაიონ სოფელ აკეთში დაიბადა ერეკლე დავითის ძე ჩხაიძე. სამომავლო პროფესიათ ინჟინერია აირჩია, მაგრამ ლექსების წერა, როგორც თვითონ აღნიშნავს ყოველთვის დარჩება თავის საყვარელ საქმიანობად. "გურული მელექსე" ასე იცნობენ მას... ადამიანი, რომელიცწერს ყველაფერზე რაც თავის კვალს ტოვებს სულში.

- რამ განაპირობა ის, რომ დღეს ლექსებს წერთ?

- მე ვწერ იმაზე რაც მტკივა, მიხარია, მაწუხებს, რაც მაბედნიერებს, უამრავი მიზეზია იმისა რომ ვწერო.

-რომელ წიგნს კითხულობთ ყველაზე ხშირად?

- სიმართლე გითხრათ ნაკლებს ვკითხულობ და ბევრს ვფიქრობ, განსაკუთრებით "დათა თუთაშხიას" კითხვა მიყვარს, თითქმის ყოველ წელს ვკითხულობ.

- რა გაწუხებთ ყველაზე მეტად?

- მაწუხებს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული სოფლები, ქალაქში გაქცეული ახალგაზრდები, სხვისი შიმშილი, მაგ დროს მეც შიმშილს ვგრძნობ უფრო სულის შიმშილს ვიდრე ჩვეულებრივს...

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ლექსის ავტორი?

- გულწრფელობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ვწეროთ იმისთვის რომ შევცვალოთ სამყარო და საკუთარი თავი უკეთესობისკენ.


სტატიის ავტორი: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა