ირაკლი ღარიბაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში მთავრობის მეთაურის შეხვედრა დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა ათონელის ქუჩა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტთან აუდიენცია დაასრულა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმაც.
იქამდე, პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.
მოგვიანებით, შეხვედრას შეუერთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. პრეზიდენტთან მათი შეხვედრაც უკვე დასრულებულია.