თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იყო ხარვეზი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იყო ხარვეზი, რომელიც პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კოდექსში შესატანი ცვლილებების გარშემო უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ მიიღეს კანონპროექტის განხილვაში.

მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით გადაჭარბებული აჟიოტაში იყო იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.

„ერთი ცვლილება შეეხებოდა იმას, რომ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო კანონი და შესაბამისი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უფლებრივი გათანაბრება უნდა მომხდარიყო. რომელიმე თქვენგანს, ან მოქალაქეს მიაჩნია, რომ პირველ შემთხვევაში როდესაც პოლიციელს შეურაცხყოფას მიაყენებს ადამიანი, არ დაემორჩილება, წინააღმდეგობას გაუწევს და ა.შ. რა სანქციაც არის, მეორე, მეშვიდე თუ მეთხუთმეტე შემთხვევაშიც იგივე უნდა იყოს? მგონია, რომ აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციელს აყენებდა ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ ის მესიჯიც სპეკულაციურია, რომ ეს საკითხი აქციებთან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ჯარიმა იწერება აქციაზე, თუ ვიღაც არ დაემორჩილა ან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, 99 % და მეტი იწერება ჩვეულებრივ მიმდინარე შემთხვევაში, როდესაც აქციაზე საუბარი არ არის და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებია -ვიღაც პოლიციელს არ ემორჩილება, ვიღაც წინააღმდეგობას უწევს, ვიღაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, სამწუხაროდ, ამ შემთხვევებზე არავინ საუბრობს. აქედან გამომდინარე, თუ კითხვაზე პასუხი, რომ მეორე, მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს გამკაცრებული, ამაზე პასუხი სწორია და ეს მიდგომა სწორია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა. ეს გამოიწვია იმან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანები სიმბოლურად შემოვიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა არ მიიღეს ამ კანონპროექტის განხილვაში. მხოლოდ ორმა მათგანმა მიიღო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა