თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა გეგმა აქვს პრეზიდენტს

"ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ პრეზიდენტის პოზიცია და ამის მიხედვით, კანონმდებლობის შესაბამისად გავყვებით პროცედურებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა გეგმა აქვს პრეზიდენტს ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში მთავრობის მეთაურის შეხვედრა დასრულდა.

პრეზიდენტთან აუდიენცია დაასრულა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმაც.

იქამდე, პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.

მოგვიანებით, შეხვედრას შეუერთდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. პრეზიდენტთან მათი შეხვედრაც უკვე დასრულებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა