ირაკლი კობახიძე: მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას
"მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მერობის კანდიდატების დასახელება როგორც წესი ხდება 2-3 თვით ადრე. ჯერ არის საკმარისი დრო დამატებით ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებზე . მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.