არსებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ევროკავშირმა ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაო, გადაიხადა.
თუ გირაოს ჩარიცხვის ფაქტი დადასტურდა, პროცედურულად პროკურატურამ უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც სხდომას ჩანიშნავს და მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც ნიკა მელია რუსთავის ციხეს დატოვებს.
ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.