თეგებით ძიება

ჩემს დაზე ორჯერ იძალადეს - ახალი დეტალები გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში

თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდა ყაზახი ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.როგორც ირკვევა, მასზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.

"მთავარ არხთან" გარდაცვლილის და აცხადებს, რომ საქმეში ფიგურირებს ჩანაწერიც, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასელ აიპაევამ მეგობარს გაუგზავნა.

"შემთხვევის შესახებ არაფერი ვიცი, მხოლოდ ჩანაწერი მაქვს მოსმენილი, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მეგობარს გაუგზავნა. ამ ჩანაწერში ნათქვამია, თუ როგორ ამცირებდნენ და ძალადობდნენ მასზე. ვიცი, რომ ერთს ბექა ჰქვია, ის ქართველია, მეორე კი მურად მეირბეკოვი, ის საქართველში ცხოვრობს და მანდ სხვა გვარი აქვს. იყო მესამე კაციც, მისი სახელი არ ვიცი, ქართველი 50-წლამდე კაცია.

როგორც მე ვიცი, ჩემი და სამსახურში გამოიძახეს იმ დღეს, ჩანაწერში ისმის თუ როგორ ეუბნებიან, რომ თითქოს ის ყაზახებმა ქართველებს მიჰყიდეს. ამას ჩანაწერით გეუბნებით, ორჯერ იძალადეს ჩემს დაზე. ახმედოვი ჩვენი ნათესავია, მან ჩამოიყვანა ჩემი და საქართველოში, ის მანქანების გადაზიდვით იყო დაკავებული და ოფისში სამუშაოდ ჩაიყვანა ჩემი და საქართველოში", - ამბობს გარდაცვლილის და "მთავართან" საუბარში

26 წლის ყაზახმა გოგონამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა პირი, რომელმაც ის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, პროკურატურამ კი მას ბრალი 7 მაისს წარუდგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა