თეგებით ძიება

ალუდა ღუდუშაური - კანონთან ნულია მელია, დღეს გირაოზეც თანახმაა და იხვეწება, გავა დრო და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა, მეტიც, რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშსაც მოუხდის

კანონთან ნულია როგორც მელია, ასევე ყველა სხვა. ნიკა მელია გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა რამდენიმე ხანი და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და მეტიც, რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა განაცხადა, მელია სააკაშვილის "ლაბირინთებშია გახლართული“.

„კანონთან ნულია როგორც მელია, ასევე ყველა სხვა. აქაც დამარცხდა ბატონი მელია. დამარცხდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ ვერავინ გამოიყვანდა და გირაოზე უარს იძახდა. ვნახეთ, რომ დღეს უკვე გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა რამდენიმე ხანი და ბატონი მელია იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და მეტიც, კიდევ უფრო შორეულ მომავალში, რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას. მან პირდაპირ, უთქმელად შეასრულა ბატონი სააკაშვილის დავალება და თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო, როგორც ადამიანურად, ასევე პოლიტიკურად.

მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც, ალბათ, დაუხაზა, როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო. ამიტომ მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული, რის გამოც ადამიანურად ნამდვილად შესაცოდია“, - აცხადებს ღუდუშაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა