თეგებით ძიება

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბ.თ.-მ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 26 წლის ქალი გააუპატიურა. ბრალდებულის ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა