ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი საქართველოში გადმოდის? - რას ამბობენ ნავალნის თანამებრძოლები
დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის წევრები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, რომლის თანახმად, თითქოს ფონდი საქართველოდან გააგრძელებს მუშაობას.
ნავალნის გუნდის წევრი რუსლან შავედდინოვი, გავრცელებულ ინფორმაციას "სასაცილოს" უწოდებს და Twitter-ზე წერს, რომ თბილისში მხოლოდ დასასვენებლად იყო ჩასული.
"საქართველოში, მაისის დასვენების დღეების გასატარებლად ჩავედი. დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა და კომენტარის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა", - წერს შავედდინოვი.
ცნობისთის, ნავალნის ფონდი რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. მან მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელსაც YouTube-ზე, ამ დროისთვის, 115 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.