თეგებით ძიება

დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე - საია

დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე",- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასათვის გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საია პროცესში მონაწილეობას დათანხმდა იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე

"19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ეს შეთნხმება სრულად იმპლემენტირებულიყო. მაშინ, როდესაც ევროკავშირს დასჭირდა ჩვენი დახმარება, რომ ეს თანხა გადახდილიყო, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ გირაოს თანხის გადახდაში დავხმარებოდით მედიატორს. შესაბამისად, ამ თანხამ გაიარა ორგანიზაციის ანგარიში და ჩვენი გავლით მოხვდა ბიუჯეტში“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გადაიხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა