თეგებით ძიება

შვილს მოგიკლავ და ნახე, ვიდეოს 10 წამში გამოგიგზავნიო - რას ყვება ქალი, რომელიც ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული

შვილს მოგიკლავ და ნახე, ვიდეოს 10 წამში გამოგიგზავნიო - ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქეთი ჩხაიძე, „ნოდარ მელაძის შაბათში“ მკვლელობის საქმეზე ალაპარაკდა. ის უარყოფს, რომ ქმარი მოკლა და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისი თქმით, ის 12 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ქალის თქმით, გარდაცვლილი მას შვილის მოკვლითაც ემუქრებოდა. რაც შეეხება საბედისწერო 13 მარტს, ქეთის აცხადებს, რომ მეუღლე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა სახლში, მას სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, უარის გამო კი გაბრაზდა და მასზე იძალადა. შემდეგ საძილე აბები დალია.

ქეთის თქმით, მას ქმრის შეეშინდა და ოჯახში დაძაბულობის განსამუხტად მოკლულის ბავშვობის მეგობარს დაურეკა. ქეთი უარყოფს, რომ ქმარი მოკლა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა