თეგებით ძიება

გარდაცვლილი ყაზახი გოგოს მშობლები საქართველოში ჩამოვლენ - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

თბილისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს მშობლები საქართველოში დღეს ჩამოვლენ და საქმის მასალებს გაეცნობიან.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ ასელ აიპაევა ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ამ ვერსიას მათთვის ამყარებს ის ხმოვანი შეტყობინებაც რომელიც გოგონამ მეგობარს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა და მასზე განხორციელებულ ძალადობაზე მოუყვა.

რაც შეეხება საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ყაზახურმა მხარემ მურად მეირბეკოვი მხოლოდ დაკითხა და შემდეგ გაათავისუფლა. ოჯახის მოთხოვნაა რომ საქმეში მონაწილე ქართველი ბესო თორდუა სასამართლომ უმკაცრესი მუხლით გაასამართლოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა