თეგებით ძიება

დედამ რა უნდა ქნას, როდესაც შვილს უკლავენ....არ მჯერა, თავი რომ მოიკლა, ალბათ აიძულეს - ყაზახი გოგოს დედა

თბილისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს მშობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ისინი ამ წუთებში საქართველოში მოფრინავენ.

როგორც აისელ აიპტაევას დედამ გამოფრენამდე "მთავარ არხთან" განაცხადა, ის და მისი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საქმის მასალებს გაეცნობიან, შემდეგ ექსპერტიზის ბიუროში წავლენ გვამის ამოცნობაზე, შემდეგ კი შვილის ცხედარს ყაზახეთში გადაასვენებენ.

"ახლა აეროპორტში ვარ, რეგისტრაციას გავდივარ იმისთვის, რომ ჩამოვფრინდე. დედამ რა უნდა ქნას, როდესაც შვილს უკლავენ, არ მჯერა იმის, რომ ჩემი შვილი თავს მოიკლავდა, ალბათ აიძულეს. ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ ასე მოქცეულიყო. მოვფრინავ მეუღლესთან ერთად. ჩამოსვლის შემდეგ ყაზახეთის საკონსულოში მივალთ. შემდეგ საქმის მასალებს გავეცნობით და გვამის ამოსაცნობად წავალთ", - ამბობს გარდაცვლილი ყაზახი გოგონას დედა.

ოჯახის ვერსიით, ბრალდებულმა მამაკაცმა, რომელიც დაკავებულია, აისელ აიპტაევა მოკლა და კვალის დამალვის მიზნით, ფანჯრიდან გადააგდო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა