თეგებით ძიება

მელიას სასამართლო პროცესის თარიღი დღეს გახდება ცნობილი

როდის დაინიშნა ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს გუშინ უკვე მიმართა.

როგორც ცნობილია, მელიას თანხმობის შემდეგ, ევროკავშირმა 40 000 ლარის ოდენობის გირაო მისი წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, 8 მაისს გადაიხადა, მიზანი 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების შესრულება იყო.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარამდე გაიზარდა. გადახდის ვადად, მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 23 თებერვალს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა