მკვლელობა ასპინძაში - 40 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს
ასპინძაში 40 წალმდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.
მამაკაცს სიცოცხლითვის შეუთავსებელი მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც 60 წლამდე ნასვამმა პირმა მწყემს დანა რამდენჯერმე დაარტყა.