თეგებით ძიება

სასტიკი მკვლელობა ასპინძაში - სისხლიანი გარჩევა პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ფერმაში მოხდა

ასპინძაში მომხდარი მკვლელობის გარშემო ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა იმ ფერმაში მოხდა, რომელიც პარლამენტის ყოფილ დეპუტატს რამაზ თედორაძეს ეკუთვნის.

როგროც ადგილობრივები აცხადებენ, 55 წლის მამაკაცმა 37 წლის მწყემსი დედაზე შეგინების გამო მოკლა:

"გარდაცვლილმა დედა შეაგინა, ბრალდებულმა გააფრთხილა, რომ მეორედ აღარ აპატიებდა, ისევ შეაგინა და დანისკენ წაიღო ხელი, 55 წლის კაცმა დაასწრო და ეს უბედურება მოხდა,"- განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

მკვლელობაშ ბრალდებული პოლიციამ უვე დააკავა. როგორც შსს აცხადებს, დაკავებული ბრალს აღიარებს და მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა