თეგებით ძიება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

გურია, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური სილამაზით და მრავალფეროვანი სახლ-მუზეუმებით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის, ნიკო მარის, მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმებს და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. აღნიშნული მუზეუმები, ნახვის შემდგომ წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში. სწორედ ამ სტატიის საშაულებით გვსურს ვირტუალურად გამოგზაუროდ გურიის სახლ-მუზეუმებში.

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისთავში, რომელიც გაიხსნა 1994 წელს. ეს ის ადგილია რომელიც ნოდარ დუმბაძეს გამორჩეულად უყვარდა და სადაც მწერალს სახლის აშენება სურდა. ამავე სოფელში ცხოვრობდნენ მწერლის საყვარელი გმირებიც-ილიკო, ილარიონი და ოლღა ბებია. მათი შთამომავლები აქ დღესაც ცხოვრობს გურიაში. სახლ-მუზეუმის მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლია ვიზიტორებს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი


ნოდარ დუმბაძის მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცულია: მწერლის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები, ფოტოები.


ნიკო მარის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ დაბლაციხეში. თავდაპირველად 1985 წელს აიგო, ხოლო 1999 წელს მეცნიერის ეზოში სახლ-მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც დღესაც ნიკო მარის შთამომავლები ცხოვრობენ, ზრუნავენ მუზეუმზე და ემსახურებიან ვიზიტორებს.



ნიკო მარის მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცულია: აკადემიკოსის პირადი ნივთები, ხელნაწერები, სამეცნიერო შრომები, წიგნები, ფოტოები, დოკუმენტები.

ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის მემორალური მუზეუმი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მდებარეობს. მასში დაცულია: პროფესორის პირადი ნივთები, წიგნები, ხელნაწერები, ნაშრომები და დოკუმენტები. მუზეუმი დგანს გოგიბერიძეების საკარმიდამო მამულში, რომელიც გაიხსნა 1975 წელს.



გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი. იგი 1958 წელს დაარსდა და დაცულია ძველი არქეოლოგიური მასალა, როგორებიცაა: საბრძოლო და შრომის იარაღები, მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ხანჯლები თოფები. ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, გურული ერისთავების პირადი არქივები და დოკუმენტური მასალა, ამდენად მუზეუმში ძირითადად დაცულია ძვ.წ V-VII საუკუნის მასალა.



სტატიის ავტორი: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა