თეგებით ძიება

ნიკა მელია თავისუფალია - ენმ-ს ლიდერმა საპატიმრო დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. ის ევროკავშირის მიერ გადმორიცხული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება გააუქმა.

მას მთავარ გამოსასვლელთან მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები ელოდნენ, თუმცა საპატიმრო სხვა კარის გავლით დაატოვებინეს.

ცნობისთვის, ნიკა მელია 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმის მიტანის შედეგად დააკავეს. ევროკავშირმა მელიას გირაო 8 მაისს გადაიხადა. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით გუშინ მიმართა, დღეს კი საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა