იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ 1981 წელს დაბადებული მ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, NORINCO MODEL 213 მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა.
ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის TT კონსტრუქციის პისტოლეტი, და ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, 8 ცალი საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.