თეგებით ძიება

ბავშვები მანქანაში ჩაისვა, დედა აგინა და გადატენილი იარაღით მუხლების დახვრეტით დაემუქრა - ბათუმში პოლიციამ არასრულწლოვანებზე იძალადა

ბათუმში პოლიციელმა მაღაზიიდან გამოსული სამი არასრულწლოვანი ავტომობილში ჩაისვა, აეროპორტის ტერიტორიაზე წაიყვანა და იქ დატოვა. გამთენიისას სამი მოზარდი შემთხვევითმა გამვლელმა დაინახა, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და პოლიციელის მხრიდან მოზარდებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტები აღწერა:

"პოლოციელო?!

3 ბავშვს, ბათუმში ვილმარტთან მანქანაში რომ ჩაისვამ, დედას აგინებ და გადატენილი პისტოლეტის ჩვენებით მუხლების დახვრეტით დაემუქრები, შემდეგ კი ახალ ბულვერში, ჭოროხის პირას ჭკუის სწავლების გამო დატოვებ - ხალხის სამსახურში ყოფნა გგონია?

ერთი 13 წლის, მეორე 14, ხოლო მესამე 17... ახალ ბულვართან შემხვდნენ შემთხვევით, ხელი დამიქნიეს და სახლამდე (ვილმარტთან) წავიყვანე... იმედი მაქვს დამიკავშირდებიან მათი მშობლები და შესაბამის სამსახურებთან გადავამისამართებ" - წერია გოჩა სურგულაძის პოსტში.

როგორც მოზარდები აცხადებენ, მოძალადე სამართალდამცველები ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები იყვნენ. მათი თქმით, პოლიციელები დაემუქრნენ, რომ თუ მომხდარ ფაქტს გაახმაურებდნენ, პრობლემებს შეუქმნიდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა