თეგებით ძიება

კაცმა ცოლი მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლიდან გააგდო

მარტოხელა დედა, რომელიც ქმარმა მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლიდან გააგდო, "რუსთავი2"-თან ოჯახში არსებულ ძალადობაზე საუბრობს.

როგორც 25 წლის ქალი ყვება, წლების განმავლობაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ამის შესახებ ყოველთვის დუმდა.

ტრავმიდან დღესაც ვერ გამოდის და მუდმივად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შიშის გამო სახეს ისევ მალავს თუცა თვლის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაიმალოს ძალადობის ფაქტები.

ყოფილი ქმარი ბავშვის წართმევითაც იმუქრებოდა. გადაწყვეტილება, რომ დახმარება ეთხოვა, მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდა რომ მის 2 წლის ბიჭს, აღზრდისთვის შესაფერისი გარემო სჭირდებოდა.

მამაკაცი ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

ოჯახში ძალადობის შემთხვევები მზარდია. 2021 წლის 3 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთ სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 2270 ფაქტი გამოავლინა, მსხვერპლთა შორის 1875 ქალია, მოძალადეების უმეტესობა კი კაცი, ამავე პერიოდში სამართალდამცველებმა 2371 შემაკავებელი ორდერიც გამოსცეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა