თეგებით ძიება
14. 05. 2021 COVID - 19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 325 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 325 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 328,994 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,754 ადამიანი. ვირუსისგან 312,460 პაციენტი განიკურნა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა