ტრაგდია ახმეტაში - ავტომობილში, რომელიც ალაზნის არხში გადავარდა, 6 წლის ბავშვიც იმყოფებოდა
ახმეტის სოფელ საკობიანოში, ალაზნის სარწყავ არხში "ტოიოტას" მარკის ავტომობილი გადავარდა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
მანქანაში მყოფთაგან 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.