კახა კუჭავამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა
პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტი დაასრულა. მიმდინარე კვირას კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში და ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენმდივნის მოადგილეს შეხვდა.
ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობას და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას.
უახლოეს მომავალში საქართველოს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი თბილისში ჩამოვა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი.