4 ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი
თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენს ფიზიკურზე.
როდესაც ჩვენ ამ კონკრეტულის დეფიციტს განვიცდით, ვკარგავთ რეალისტურ ხედვას საკუთარი თავის და გარემოს მიმართაც. პრიორიტეტები, ემოციები, ქცევა, ყველაფერი იცვლება. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ფსიქიკური აშლილობისკენ უფრო მიდრეკილია და გაცილებით ემოციურია, ვიდრე სხვები...
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლების ყველაზე სუსტი ნაწილებია: თავი, ტვინი, თვალები, ცხვირი, ყბა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, გული, თირკმელები და რეპროდუქციული ორგანოები.
ვერძებს აქვთ ჩვევა, რომ ენერგია უკონტროლოდ ხარჯონ. ისინი მიდრეკილები არიან დაზიანებების, ანთების, მწვავე
ინფექციების, მაღალი სიცხეების მიმართ.
ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ცხიმიან საკვებს და ძალიან ცხარე სანელებლებს.
ისინი ყველაზე სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ზღვის ან ზოგადად წყლის საშუალებით.
ტყუპები
რისკის ქვეშ ყველაზე მეტად შემდეგი ნაწილებია:
მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ნერვული სისტემა და ფარისებრი ჯირკვალი. ტყუპებს აქვთ მიდრეკილება ისეთი დაავადებებისკენ, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ნერვოზი (სხვადასხვა სახის), თავის ტვინის ან ნაღვლის ბუშტის ანთება.
მათ მცირედი ნიშნებისაც კი ეშინიათ, რამაც შეიძლება მიუთითოს დაავადებაზე. ხშირად უხდებათ ჰიპოქონდრიასთან შეჭიდება. ტყუპებმა უნდა გაითვალისწინონ- როდის და რამდენს მიირთმევენ. ანუ, სწორი რაციონი შეარჩიეთ, მიირთვით თავის დროზე და არ იჩქაროთ, რადგან ტყუპები ამას ხშირად აკეთებენ მაშინ, როცა გონებრივად გადაღლილები და დატვირთულები არიან.
კირჩხიბი
ისინი გურმანებად იბადებიან, ამიტომ მათი კუჭი და საჭმლის მომნელებელი ორგანოები ხშირად რისკის ქვეშ არის. ამ ნიშნის წარმომადგენლების შემთხვევაში- ფილტვები, ნეკნები და ღვიძლი ძალიან მგრძნობიარეა. კირჩხიბებზე მკაცრად მოქმედებს გარემო, რაც განსაკუთრებით აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომ მათ ადვილად ემართებათ, იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი დაავადებები, სადაც ცხოვრობენ.
კირჩხიბის შემთხვევაში ყურადსაღებია: რევმატიზმი, სიმსივნეები, გასტრიტი, დეპრესია ან ისტერიკა და ყველა მემკვიდრეობითი დაავადება. მათ უნდა შეამცირონ სახამებლის, ცხიმის, ტკბილეულის რაოდენობა დიეტაში და ეცადონ, რომ ხილით გაამდიდრონ. მათ ყველაზე სწრაფად გამოჯანმრთელებთ მთის ჰაერი და ახლობლების გარემოცვა
მერწყული
მერწყულის შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშია- ფეხების და მკლავების ქვედა ნაწილები, ტვინი, გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ლიმფური კვანძები და სასუნთქი გზები. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის საშიშროებაა: სისხლძარღვების დაავადებები, ანემია, შაკიკი, კანის დაავადებები, ფსიქიკური დაავადებების პრობლემები. მერწყულის დიეტა მაქსიმალურად უნდა იყოს გამდიდრებული ბევრი ხორცით, ვიტამინებით და მინერალებით. მნიშვნელოვანია, რომ მათი კვება რეგულარული ხასიათის იყოს და რეჟიმიდან არ ამოვარდნენ.
მერწყულის ორგანიზმი კარგად რეაგირებს მწვანილებსა და ჰომეოპათიურ საშუალებებზე. მკურნალობის პროცესში ისინი უნდა მოერიდონ ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს და დიდ ფიზიკურ დატვირთვას. მერწყულისთვის ყველაზე სასარგებლო დასვენება და ძილია.