თეგებით ძიება

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დაშორების დროა? - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი - როდესაც ყველაფერი კონკურენცია ხდება

ვერძებს უყვართ გამოწვევები. გახსოვთ როგორი მიმზიდველი იყო, როდესაც თქვენი გულის დაპყრობას ცდილობდა? ახლა კი გამუდმებით „იბრძვით“ რომელი ფილმი უნდა ნახოთ და რომელ კაფეში წახვიდეთ. დიახ, როდესაც ვერძი თქვენთან კონკურენციას დაიწყებს და ისე მოგექცევათ, როგორც მეტოქეს, დაშორების დრო დგება.

კურო - როდესაც აღარ არის აღფრთოვანებული

კუროები, ძირითადად, მშვიდი და მოსიყვარულე ხალხია, რომელთან ჩახუტებაც სასიყვარულო ენაა. მაგრამ თუ თქვენი კურო აღარ არის თქვენთან ჩახუტებით აღფრთოვანებული და თქვენს მიმართაც დაკარგა ნაზი გრძნობების გამოხატვის უნარი, მაშინ დროა აღიაროთ, რომ ახლა, დაშორების დროა.

ტყუპები - როდესაც ის ჩუმდება

ტყუპებს უყვართ ყველაფერზე საუბარი, იქნება ეს უინტერესო ჭორები თუ ბავშვობის მხიარული მოგონებები; ამინდი თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. თუ თქვენმა ტყუპმა კომუნიკაცია უბრალოდ შეწყვიტა და საათობით საუბარი „ყველაფერზე და არაფერზე“ უკვე მოგონებად გადაიქცა, დროა ფაქტს თვალი გაუსწოროთ და ურთიერთობა დაასრულოთ.

კირჩხიბი - როდესაც ემოციურ მხარდაჭერას სხვისგან იღებენ

კირჩხიბებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კავშირის ქვაკუთხედი, ემოციური მხარდაჭერაა. ურთიერთობაში მათ სურთ გაგიზიარონ ყველა გრძნობა და მოისმინონ თქვენი გულის ნადებიც. როგორც კი ის შეწყვიტავს ემოციებისა და გრძნობების გამომჟღავნებას, ესაა ნიშანი, რომ თქვენ აღარ ხართ მათი ადამიანი. ეს ურთიერთობა კი უკვე დასრულებულია.

ლომი - როდესაც თქვენი სექსუალური ცხოვრება დასრულდება

ლომები რომანტიკული და სენსუალური ნიშანია. სექსი მათთვის არის შესაძლებლობა იგრძნონ, რომ ისინი თქვენი სამყაროს ცენტრები არიან. თუ მათ აღარ აინტერესებთ თქვენთან სექსი, ეს ნიშნავს, რომ მათ აღარც თქვენი პიროვნება აღარ აინტერესებს. ეს კი დასასრულის დასაწყისია.

ქალწული - როდესაც აღარ გეგმავენ თქვენს მომავალს

ქალწულებს უყვართ გეგმები: ისინი გამუდმებით ფიქრობენ და გეგმავენ, შემდეგ ბრუნდებიან და ყველაფრს გადასინჯავენ, თანაც სამჯერ. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ისინი დიდხანს ფიქრობენ. ისინი გეგმავენ სად ივახშმებთ მომდევნო სამშაბათს, რას დაათვალიერებთ პანდემიის დასრულებისთანავე და რას შეიძენთ მომდევნო ხელფასზე. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ქალწული თქვენთვის გეგმების დასახვას შეწყვეტს, დადგება დრო ეს ურთიერთობა დაასრულოთ.

სასწორი - როდესაც თქვენი ურთიერთობა ცალმხრივი ხდება

სასწორების დევიზია „პარტნიორობა და ბალანსი“. მათ უყვართ სხვების ცხოვრებაზე მორგება, შეთანხმებები და თანამშრომლობა. როდესაც თქვენი ყველა მცდელობა უპასუხო დარჩება, ხოლო თქვენი ურთიერთობა ცალმხრივ სიყვარულს დაემსგავსება, ამ გაუგებრობის დასრულების დროც მალე დადგება.

მორიელი - როდესაც ძალიან ინტენსიური ხდება

მორიელებთან ურთიერთობა ადვილი არ არის - თქვენ უნდა გიყვარდეთ და უნდა გეშინოდეთ. მათთან ურთიერთობა არ იქნება სტაბილური და არც მოსაწყენი, მაგრამ როდესაც დადგება მომენტი, როცა მსუბუქი სასიყვარულო თამაშები ნამდვილ დრამად და ტრაგედიად გადაიქცევა, დაშორების დრო დგება. ერთი შეხედვით ეს უცნაური მიზეზია, თუმცა საქმე ისაა, რომ მორიელი მხოლოდ მაშინ არ უფრთხილდება საყვარელ ადამიანს, როდესაც ეს ადამიანი „საყვარელი“ სულაც აღარ არის.

მშვილდოსანი - როდესაც ურთიერთობა რუტინა ხდება

მშვილდოსნის გაცნობა ყოველთვის თავგადასავალია. და იქნება კიდეც, სანამ თქვენს გვერდით ბედნიერი იქნება. როგორც კი ჩაქრება მისი ცეცხლოვანი ენერგია, მოგაკლდებათ უჩვეულო თავგადასავლები და გასართობად გეგმები დაგჭირდებათ, მაშინ იდეალური დრო იქნება დაშორებისთვის.

თხის რქა - როდესაც მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია

შრომისმოყვარე თხის რქები მხოლოდ მაშინ შეწყვეტენ მუშაობას, როდესაც ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტი გამოუჩნდებათ. როგორც კი „სამსახური“ ჩაშლილი პაემნების მიზეზი გახდება, უნდა აღიაროთ, რომ თქვენ პრიორიტეტი აღარ ხართ და ეს ურთიერთობა დაასრულოთ.

მერწყული - როდესაც მეგობრები უფრო მნიშვნელოვანი ხდება

სანამ თქვენ გაგიცნობდათ, მერწყულის ცხოვრებაში მთავარი მეგობრობა იყო. მათთვის მნიშვნელოვანია არამარტო მოგეწონოთ მათი მეგობრები, არამედ მათაც მოეწონოთ. თუ დროის გასვლის შემდეგ უფრო და უფრო ნაკლებად ხედავთ მათ მეგობრებს და როგორც წესი, მეტ დროს მათთან ატარებენ, არ გაგიკვირდეთ, თუ მალე მოისმენთ: ”ურთიერთობა უბრალოდ არ გამოდის”.

თევზები - როდესაც ისინი ზრუნავს შეწყვეტენ

თევზები მგრძნობიარე სულის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან თანაგრძნობა. მათი გულმოწყალე ბუნება უბიძგებს მთელი გულით გადაეშვან ურთიერთობებში. პირველი ნიშანი, რომ მათ ნამდვილად აღარ აინტერესებთ, მაშინ დადგება, როდესაც თანამშრომლებზე და სამსახურზე წუწუნისას, უბრალოდ მშვიდად მოგისმენენ და თქვენს გამხნევებას არ შეეცდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა