„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის დაშლის კლასი აჩვენა, ეს უნდა ვისწავლოთ - იაგო ხვიჩია
„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის დაშლის კლასი აჩვენა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ევროპულმა საქართველომ“ აჩვენა პარტიის დაშლაში კლასი. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ, ბოლო პერიოდში ცოტა აურიეს, თორე მანამდე კარგად მიდიოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
"ევროპული საქართველომ" ,იიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შედის. ამის შემდეგ, ერთი მანდატის მქონე ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.