თეგებით ძიება

რატომ არ უშვებს განათლების კომიტეტის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი შვილებს სკოლაში?

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც დღეს განათლების კომიტეტის წევრი გახდა, შვილებს სკოლაში არ ატარებს.

აღსანიშნავია, რომ მისი სამი შვილი უკვე სამი წელია სკოლაში არ დადის, რადგან პოლიტიკოსი იმ განათლების სისტემის წინააღმდეგია, რომელიც საქართველოში არსებობს. ეს გადაწყვეტილება მეგრელიშვილმა 2018 წელს მიიღო და საავტორო გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ ისაუბრა.

„აქციაზე ვიდექი, ჩემი სტუდენტი შემხვდა და მითხრა, მაშინ ვერ ვხვდებოდი როცა ვსწავლობდი და სექტას გვეძახდნენ, ახლა მივხვდი რომ დავამთავრე უნივერსიტეტი და მუშაობა დავიწყე, ურთიერთობა სხვასთან არავისთან შემიძლია, გარდა იმ წრის, ვისთან ერთადაც ვსწავლობდიო. ჩემი აზრით, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

რომ დავინახე ეს პრობლემა ჩემს შვილს სჭირს, გამოდიოდა, რომ მთელ სისტემასთან უნდა მებრძოლა. აქეთ მე უნდა ვყოფილიყავი, იქით სისტემა, „კავკასიური ცარცის წრე“ „გამეჩითა“. გადავწყვიტე, რომ ეგრე არ გამოვა. მე მაქვს სრული უფლება და ვალდებულება, რომ გადავწყვიტო ჩემს შვილს რა ემართება და წამოვიყვანე სკოლიდან. ეს ამბავი მე კი არა, ვისაც უნდა იმას აღელვებდეს. რაც მე გავაკეთე, ვიღაცა იდიოტების ჭკუაში და კანონმდებლობაში რაც წერია, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა.

ჩემი შვილი ჩემი გადასაწყვეტია, რაც მოვიმოქმედებ, როგორ გავზრდი, რას და როგორ გავაკეთებ. მე ვთვლი, რომ არც კი მევალება ვინმეს ავუხსნა, რატომ ვაკეთებ ჩემს შვილთან მიმართებაში იმას, რასაც ვაკეთებ“, – ამბობდა ვახტანგ მეგრელიშვილი 3 წლის წინ.

primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა