რას უნდა ველოდოთ 26 მაისიდან - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
26 მაისიდან ასტროლოგიურად მძიმე დღეები იწყება, რადგან მზის და მთავრის დაბნელების დღეებია და შესაბამისად, გასავლელია ე.წ. დაბნელებების დერეფანი.
როგორი თვე ელის ზოდიაქოს ნიშნებს და რას უნდა ველოდოთ – ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი განმარტავს.
„ჯერჯერობით, ეს პერიოდი ნორმალური და სტაბილურია თითქმის ყველა ნიშნისთვის. განსაკუთრებული პრობლემა არც ერთ არ აქვს.
შედარებით ფრთხილად ტყუპების ზოდიაქო უნდა იყოს. ენერგოტონუსი დაბალი აქვს და ემოციური გაღიზიანება მაღალი. თუმცა, საქმიანი კუთხით მასაც აქვს გარკვეული პერსპექტივები ამ პერიოდში.
ყველაზე აქტიური და პოზიტიური ამ პერიოდში არის კურო, ქალწული და თხის რქა.
26 მაისამდე გარკვეული პრობლემა მოსალოდნელი არ არის. 25-26-დან ყველასთვის დაიწყება ძალიან რთული და მძიმე პერიოდი. აქ გვექნება მზის და მთვარის დაბნელების დღეების გავლა, შემდეგ შუა ივნისიდან, ივლისის შუა რიცხვებამდე იქნება ძალიან მძიმე ენერგეტიკული სიტუაცია, რადგან დედამიწა გადავა ნეგატიურ ენერგო ველში, რაც სიტუაციას დაძაბავს.
დაპირისპირებების, კონფლიქტების და სხვადასხვა სირთულის წარმოქმნის ტენდენცია რადიკალურად მოიმატებს.
პანდემიის ტენდენციები მაღალია, ეს ცალკე ქმნის დაძაბულობას და ეს ნერვებზე აისახება", - აცხადებს ატროლოგი.