გიყვარდეს შენი თავი, იხუმრე და ისიამოვნე ცხოვრებით - 5 ცხოვრებისეული გაკვეთილი
2016 წელს ოდესელი ქალი ოქსანა კობელეცკაია მსოფლიო მედიის ეპიცენტრში მოხვდა, როცა ერთი ქალიშვილის შემდეგ ექსვი ტყუპის დედა გახდა. 9 თვეში ოქსანას უკვე 6 შვილი ჰყავდა. მშობიარობის შემდეგ მალევე ქმარმა მიატოვა და ახალგაზრდა ქალს შვილების მარტო აღზრდა მოუწია.
ყველა დედა ცდილობს თავის შვილი დაიცვას, მისცეს მას სიყვარული, სითბო, ასწავლოს და აღზარდოს ღირსეულ ადამიანად, თუმცა როდესაც საქმე 5 ბავშვის აღზრდას ეხება, სიტუაცია რთულდება. ოქსანა ჩვეულებრივი ქალი იყო, ბედნიერი დედა და ცოლი, რომელიც მხოლოდ მეორე შვილზე ოცნებობდა. მოულოდნელად
მისი ცხოვრება შეიცვალა, ქმარმა დატოვა და ახალნამშობიარები დედა 6 შვილთან მარტო დარჩა. ოქსანამ ძალები მოიკრიბა და ცხოვრების გაგრძელება შეძლო. ისწავლა მიკროავტობუსის მართვა, შექმნა ბლოგი ინსტაგრამზე და ყველას მოუყვა საკუთარი ოჯახის შესახებ. ოქსანამ გადაწყვიტა საკუთარი გამოდილების სხვისთვის გაზიარება:
გაკვეთილი პირველი: თანაბრად მოეპყარი ყველასა და ყველაფერს
მრავალშვილიანი დედა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სამართლიანობაა - ყველა ბავშვს თანაბრად უნდა მოეპყრა, არ უნდა გყავდეს რჩეული შვილები, მათ გასხვავებულობა არ უნდა იგრძნონ.
გაკვეთილი მეორე: იხალისეთ საკუთარი თავით
დატვირთვა, უძილობა, დაღლა და მილიონი საქმე მრავალშვილიანი დედებისთვის ნაცნობია. უბრალოდ მარტივად შეხედეთ ყველაფერს, ეცადეთ დაისვენოთ და ხანდახადნ იხალისეთ საკუთარი თავით.
იყო ექვსი შვილის დედა ნიშნავს:
1. თავში არსებული კალკულატორით ყველაფერს 5-ზე უნდა ამრავლებდე;
2. ორმაგი ეტლითაც კი თავს კომფორტულად და მოხერხებულად უნდა გრძნობდე;
3. გაუმკლავდე ცირკსა და აღლუმს, რომელსაც ბავშვები მოაწყობენ ქუჩაში;
4. სხვები დაგისვამენ შეკითხვებს, 5 შვილს როგორ უმკლავდები?;
5. მუდმივად გეძინება, რადგან ღამე რამდენჯერმე იმის შიშით ბავშვს რამე არ დასჭირდეს;
6. თქვენ სულ ჩანთებითა და პარკებით სიარული მოგიწევთ;
7. თქვენი ცხოვრება არასდროს იქნება მოსაწყენი, რადგან პატარა ანგელოზები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.
გაკვეთილი მესამე: არაფერზე თქვა უარი
ოქსანამ დანამდვილებით იცის რომ ამ ცხოვრებაში არაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და არაფერზე უნდა თქვა უარი. ოქსანასა და მის ქმარს პირველ შეხვედრაზე ერთმანეთი არ მოეწონათ, თუმცა ოქსანამ მეორე პაემანზე უარი მაინც არ თქვა, მეუღლე შეუყვარდა და 5 უშვენიერესი შვილის დედაც გახდა.
გაკვეთილი მეოთხე: გაიქეცი ყველა ცუდისგან
ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველა ცუდსა და უარეს უნდა გაექცე. ყველას თავი დაანებო შვილებთან ერთად ნეგატივს გაეცალო და ცხოვრება გააგრძელო.
გაკვეთილი მეხუთე: ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს
რაც არ უნდა რთული იყოს, საკუთარი თავი არასდროს უნდა დაგავიწყდეთ. ყოველთვის მნიშნველოვანია კარგად, ენერგიულად და ჯანმრთელად იგრძნოთ თავი, ასე თქვენს შვილებს უფრო უკეთ აღზრდით. აუცილებელია რეგულარულად იაროთ სილამაზის სალონში, იზრუნოთ წონასა და თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან შვილებს ჯანმრთელი და რეალიზებული დედა სჭირდებათ.