თეგებით ძიება

რომელია თქვენი დიეტა ნუმეროლოგიის მიხედვით

ნუმეროლოგია ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის შემსწავლელი მეცნიერებაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაშიფროთ საბედისწერო ნიშნები, იწინასწარმეტყველო მომავალი და გაარკვიო, რომელი დიეტა შეგეფერება.

ამისთვის დაბადების დღის, თვის და წლის აღმნიშვნელი რიცხვები უნდა შეკრიბოთ. მაგალითად, თუ 25.09.1999 დაიბადეთ, შეკრიბეთ 2 + 5 + 0 + 9 + 1 + 9 + 9 + 9 = 44 გააგრძელეთ რიცხვების შეკრება და მიიღებთ პირად ბედნიერ რიცხვს 4 + 4 = 8.

გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვია 8. ახლა კი ვნახოთ, რომელი რიცხვისთვის რომელი დიეტა იქნება ყველაზე ეფექტური.

1 - „ერთიანებმა“ დიეტის მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული უნდა შეიტანონ, განსაკუთრებით, ყვითელი და ფორთოხლისფერი. მაგალითად: ფორთოხალი, ლიმონი, ატამი, ბანანი, სტაფილო, გოგრა ან სიმინდი. „ერთიანების“ ჯანმრთელობასა და ფიგურაზე შესანიშნავ გავლენას ახდენს ჯანჯაფილი, ზაფრანა, ნუში და თაფლი.

2 - „ორიანების“ მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ყველანაირი კომბოსტო, თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული და ზოგიერთი ფერადი ( ბოლოკი, კარტოფილი, ჭარხალი) ახალი ხაჭო და ყველი! სხვათა შორის, ეს პროდუქტები არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ სულიერ და გონებრივ განვითარებასაც ხელს უწყობს.

3 - სამიანი მარსის რიცხვია. „სამიანებს“ როგორც წესი, მოჭარბებული ენერგია აქვთ, რომლის ათვისებაც საჭიროა. ამიტომ, დიეტურ მენიუში პროდუქტებიც შესაბამისი უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს კენკრა, წითელი ფერის ხილ-ბოსტნეული, ცხარე სანელებლები და აუცილებლად! თხილი. განსაკუთრებით ყურადრება სექტემბერსა და დეკემბერში უნდა გამოიჩინოთ, როცა შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაჩნდეს.

4 - „ოთხიანები“ სწორედ ის ჯადოქრები არიან, რომელიც ჭამენ და არ სუქდებიან. მათ შეუძლიათ საყვარელი ტკბილეული ღამითაც კი მიირთვან და წონის მომატების არ შეეშინდეთ. ზოგადად, „ოთხიანებისთვის“ სასარგებლოა რაციონში ნიგოზის, სტაფილოს, ზღვისკომბოსტოს, ოხრახუშის, კამის, პიტნის და ისპანახი დამატება. ეცადეთ კერძის მომზადებაზე 20 წუთზე მეტი დრო არ დახარჯოთ. რაც უფრო მარტივია, მით უკეთესი.

5 - „ხუთიანებს“ „გადარბენაზე“ კვება ეკრძალებათ. თქვენ უნდა მიირთვათ ნელა, დაჩქარების გარეშე. გირჩევთ დიეტურ მენიუში შეიტანოთ მაყვალი, მოცვი, ჟოლო, სოკო, სტაფილო, ჭარხალი და ბადრიჯანი - ისინი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

6 - „ექვსიანების“ მთავარი მტერი ზედმეტი ჭამის ჩვევაა. ქვეყანა არ დაიქცევა თუ თეფშზე ცოტაოდენი კერძი დაგრჩებათ. გირჩევთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით მიირთვათ. პროდუქტებიდან კი უპირატესობა ნესვს, ვაშლს, ბროწეულს, გარგარს, ატამს, ნუშს, კაკაოს, ისპანახსა და პარკოსნებს მიანიჭოთ.

7 - „შვიდიანი“ კვების რეჟიმს უპასუხისმგებლოდ ეკიდება და საერთოდ არ ფიქრობს როგორ მოქმედებს ის სხეულზე. ცუდია, რადგან ადრე თუ გვიან, ამაზე ფიქრი მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის ყველაზე ეფექტურია დიეტა, რომელშიც სოკო, ავოკადო, ყურძენი და ახლად გამოწურული ციტრუსის წვენი შედის. ასეთი მენიუ მხოლოდ თქვენს ფიგურას კი არა, ჯანმრთელობასაც სასარგებლოდ წაადგება.

8 - „რვიანებს“ სიმარტივე მოწონთ და შეუძლიათ მხოლოდ წიწიბურით ან მოხარშული ქათმის ფილეთი დაკმაყოფილდნენ. სიმარტივე ყოველთვის კარგი არ არის, ამიტომ გირჩევთ მენიუ თევზით, მწვანე ვაშლით, ბანანით, ალუბლით, მარწყვით და ზოგჯერ ხურმითაც გაამდიდროთ. კარგი იქნება თუ დიეტურ რაციონში რძის პროდუქტებს: იოგურტებს, კეფირს, ხაჭოს და რბილ ყველსაც შეიტანთ.

9 - „ცხრიანებო“, დიეტის დროს მეტი ზღვის პროდუქტი, ჯანჯაფილი, წიწაკა და ნატურალური წვენები გჭირდებათ! მაგრამ მთავარია, ამას სისტემატიური ხასიასთი ჰქონდეს. თევზის ან კრევეტების თვეში ერთხელ მირთმევას ნულოვანი შედეგი ექნება და სასწორზე რიცხვები არ შეიცვლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა