რომელი 4 ზოდიაქოს წარმომადგენელი მამაკაცია წარმატებისთვის დაბადებული
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არსებობს ე.წ "წარმატებული" და "კარიერისტი" მამაკაცების კლასიფიკაცია. ეს ის ხალხია, ვისაც ბავშვობიდანვე გააჩნია საკმარისი სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა და მოთმინება საიმისოდ რომ მომავალში არამხოლოდ თავად, მისმა მშობლებმა და ახლობლებმაც იამაყონ მისი პროფესიული თუ თანამდებობრივი მიღწევებით.
წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 4 ლიდერ და წარმატებისთვის დაბადებულ მამაკაცს:
თხის რქა - დაბადებიდანვე არაბავშვურად სერიოზული, დაკვირვებული და პრინციპულია. გასაოცარი სიამაყე, პატივმოყვარეობა და სიჯიუტე გააჩნია რაც საშუალებას აძლევს წლების მანძილზე იშრომოს მუხლჩაუხრელად სასურველი მიზნის და თანამდებობრივი სიმაღლის მისაღწევად.
ლომი - პატარა ასაკიდან ავლენს მეფურ მანერებს, რაც იმაში გამოიხატება რომ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდმივად ცდილობს თანატოლებში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს. თუკი მისი აღზრდისას სწორი პრინციპებით იხელმძღვანელეს მშობლებმა (ასწავლეს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა და დიპლომატია) სამომავლოდ მისგან ბრწყინვალე პროფესიონალი, გულუხვი, დისულოვანი შეფი და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი დგება.
მორიელი - მსგავსად ლომისა, ძალაუფლების სიყვარული მასშიც დიდი დოზითაა. თუმცა მორიელი გარშემომყოფებში პატივისცემის მოპოვებას და ლიდერულ პოზიციებს იდუმალებით, სტრატეგიული აზროვნების უნარით და მანიპულაციის უნიკალური ნიჭით ახერხებს. მან ყოველთვის ზუსტად იცის სხვისი "სუსტი წერტილები" რის ხარჯზეც მარტივად იკვალავს გზას კარიერულ კიბეზე.
ვერძი - მიზანსწრაფული, უზომოდ ენერგიული და აქტიური ინდივიდია. არ ეშინია სირთულეების და ყოველთვის ეძებს ახალ, ჯერ კიდევ აუთვიესებელ სფეროებს ან პროფესიებს სადაც ოსტატურად ეხერხება საკუთარი თავის დამკვიდრება და პიონერის როლის მორგება. მისი ოპტიმიზმი დაუშრეტელი და ულევია, გამძლეობა და სიცოცხლის სიყვარული კი გადამდები. ამიტომ ვერძები არამხოლოდ კარგი უფროსები არიან, სხვებსაც ხშირად უქმნიან წინსვლის მოტივაციას საკუთარი საქციელით.