თეგებით ძიება

მოვემზადოთ მთვარის დაბნელებისთვის - რა შეიძლება მოხდეს 26 მაისს და რა იკრძალება ამ დღეს?

უახლოესი მთვარის დაბნელება 26 მაისს მოხდება. არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. უმჯობესია სწავლით, ან მედიტაციით დაკავდეთ.

მთვარის დაბნელება ყოველთვის რაღაცის კულმინაციაა. შეგიძლიათ საიდუმლო გაიგოთ, ან ადამიანის ჭეშმარიტი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ან მიხვდეთ რისთვის იყო კონკრეტული მოვლენები.

რა შეიძლება მოხდეს?
შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს, ყველაზე მკაფიო გეგმებიც კი.
დარტყმა სიყვარულის სფეროზე. ეს რომ არ მოხდეს იყავით თავშეკავებული.
რაც არ უნდა ხდებოდეს ჯერ დაფიქრდით და ისე ისაუბრეთ.
აქტიურდება ეჭვიანობა და მესაკუთრეობა. აჩვენეთ პარტნიორს როგორ გიყვარსთ და ენდობით.
თუ 16-17 ივლისს ჯანმრთელობის მხრივ რამე შეგაწუხებთ, ეს ნიშანია - ყურადღება უნდა მიაქციოთ.
შესაძლოა დაწყებულ საქმეზე უარის თქმის სურვილი გაგიჩნდეთ, რასაც მომავალში ინანებთ.
ადამიანბში აგრესია მოიმატებს, ნუ აყვებით წამიერ სურვილს უხეშად უპასუხოთ, შეგიძლიათ პროგრამა ტირანი გაააქტიუროთ - 18 წლის განმავლობაში მსხვერპლი იქნებით.

არ შეიძლება❗️
ხალხმრავალ ადგილებში წასვლა (ძალას წაიღებს და შეიძლება ავად გახდეთ, ან ქრონიკული დაავადება გაააქტიუროთ)
განაწყენება, გაბრაზება - ჯანმრთელობის პრობლემებს გაიაქტიურებთ და იმ ადამიანის კარმას აიღებთ, ვისზეც განაწყენდებით.
ჩხუბი - მცირე კამათი შეიძლება მოულოდნელი და სამუდამო დაშორების მიზეზი გახდეს.
ალოკოჰოლის და ძლიერი ფსიქოტროპული საშუალებების მიღება.
ეჭვიანობა, ან ღალატი (კატეგორიულად! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაკეტავთ თქვენთვის რომანტიკას და ოჯახს 9 წლით)
მზის ჩასვლის შემდეგ ცაზე ყურება
სტუმრების მიღება, სტუმრად წასვლა.
შეხვედრა, გაცნობა - ამ ნაცნობობამ შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.
სესხის აღება/გაცემა
მხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

აუცილებელი და მნიშვნელოვანი ❗️
რა უნდა გააკეთოთ გაჭიანურებული პრობლემების განულებისთვის:
უანგაროდ დაეხმაროთ ვინმეს
ფულის გასესხება არ შეიძლება, აი ჩუქება კი ძალიან კარგია (რამდენიც შეგიძლიათ)
დახარჯეთ დრო ვინმეს დასახმარებლად, ეს ათმაგად დაგიბრუნდებათ.
დღე გაიარეთ ნელა, გააზრებულად. თუ რამეს მიირთმევთ, შეიგრძენით გემო, არომატი, იფიქრეთ მხოლოდ ამ მომენტზე.
გათავისუფლდით წყენისგან და აპატიეთ.
გათავისუფლდით წყენისგან და გაუგეთ დედას!
გათავისუფლდით წყენისგან და აპატიეთ საკუთარ თავს!

ძილის წინ შხაპი მიიღეთ.

შენიშვნა

თუ ამ დღეს შემთხვევით, ან დაუპატიჟებლად მოვა ვინმე, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში არაკეთეთილმოსურნეს ჩარევა ხდება, ვიღაც „კბილებს ილესავს“, ჭორებს და ინტრიგებს ხლართავს, ან თვალი დაგადგათ და დაცვა გჭირდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა