ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალების დავიწყება შეუძლებელია - მაშინაც კი, თუ სხვადასხვა გზით ივლით
ძნელია გიყვარდეს ისინი, მაგრამ, რომ არ გიყვარდეს - კიდევ უფრო რთულია...
თუ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი შეგიყვარდათ, მაშინ ეს სამუდამოა.
მაშინაც კი, თუ სხვადასხვა გზით ივლით, მის შესახებ ყოველთვის გემახსოვრებათ.
ეს გაზაფხულის მზის პირველი სხივების მსგავსია, პირველი წვიმის - გვალვის შემდეგ, ან როცა პირველი თოვლი დაფარავს მიწას და რბილ პლედს მოახვევს.
თევზების მისტიკური ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თავიანთი სიყვარულით მარტო ადამიანის გონებას კი არა, მის სულსაც მოიცავენ.
თევზები არის ნიშანი, რომელიც განასახიერებს იდუმალებას და
რომანტიკას.
ეს ქალი მწარეც არის და ტკბილიც, რადგან მის სიყვარულს შეუძლია არა მხოლოდ დაგათროს, არამედ ძლიერი შოკიც გამოიწვიოს.
თევზები დაატარებენ სამყაროს ცოდნას და თავიანთ პარტნიორებს სულ სხვა დონეზე გრძნობენ. ამიტომაც სხვებისგან გამოარჩევენ.
მათ აქვთ ახსნის გარეშე გაგების უნარი. მათ იციან, როგორ უნდა მიიღონ და იგრძნონ პარტნიორი ერთ მთლიანობაში - ყველა ნაკლით და უპირატესობით. სიყვარულს, რომელსაც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები გაიღებენ, ვერაფერი შეედრება.
თევზების გული ურთიერთობაში ყოველთვის ღია და უშუალო რჩება.
თევზები - იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათ შეიყვარებენ - საოცნებოები ხდებიან. პარტნიორში ბადებენ განცდას, რომელიც აფიქრებინებთ, რომ ამ ყველაფერზე მანამდე ვერც კი იოცნებებდნენ.
ისინი მორცხვად იღიმიან და მაცდური კოცნა აქვთ. მეტისმეტად რომანტიკოსები და მეოცნებეები არიან. ეს ქალები ადვილად აღმოჩნდებიან ხოლმე ფანტაზიის სამყაროში, რომელსაც მარტო კი არ ქმნიან, არამედ უმეტესად მასში ცხოვრობენ.
წყარო: Cluber