სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
ვერძი - უსასრულო ენერგია
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შეიძლება იყვნენ სუპერგმირები, რომლებიც ფლობენ განსაკუთრებულ ძალას, რომელიც მათ უსასრულო ენერგიაში მდგომარეობს. ეს მათი თვისება გამოვლინდება, როგორც კი მათ თვალწინ ჩნდება მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ. ეს აძლევს მათ ძალას, წინ წავიდნენ მფრინავ ტყვიაზე სწრაფად, და ნებისმიერი ბარიერი გადალახონ. ისინი მზად არიან არ დაიძინონ და არ ჭამონ- ყველაფერი იმის მიღების გულისთვის, რაც მათ სჭირდებათ.
კურო - სუპერგმირი
ტყუილა არ ამბობენ: „ძლიერი, როგორც ხარი“. ამ ნიშნის წარმომადგენლები რომ ფლობდნენ მხოლოდ ერთ რამე ძალას, ისინი იქნებოდნენ სუპერგმირები. საუბარია მათი ფიზიკური და ემოციური ძალების გამოყენების უნარზე ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და რთული სიტუაციების გადალახვაზე, რასაც აკეთებენ ნებისმიერი სხვა ზოდიაქალური თანავარსკვლავედის წარმომადგენელზე უკეთესად. ეს ნამდვილად ძლიერი ადამიანები არიან.
ტყუპები - უნიკალური ინტელექტუალური შესაძლებლობები
ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან ინფორმაციის უდიდესი მოცულობის შთანთქმის ფანტასტიური უნარით წარმოუდგენლად მოკლე დროში. კითხულობენ ახალ ამბებს, დაკავებული არიან გარშემომყოფებზე დაკვირვებით თუ რამის სწავლით, მათი ინტელექტუალური ენერგია და ინტელექტუალური უნარები ნამდვილ სასწაულებს ქმნის.
კირჩხიბი - თანაგრძნობის ძალა
კირჩხიბი რომ ფლობდეს მხოლოდ ერთ ზეშესაძლებლობას, მაშინ მისი განმასხვავებელი თვისება გახდებოდა სხვების თანაგრძნობის საოცარი უნარი. მათ შეუძლიათ ირგვლივ ადამიანების ქცევის თითქმის ყველა მოტივის აღქმა და გაგება, ასევე შეუძლიათ დედამიწაზე თითოეულ ადამიანთან, ცხოველთან ან მცენარესთან მენტალური კავშირის დამყარება.
ლომი - ცეცხლის მბრძანებელი
თავისი ცხელი ტემპერამენტისწყალობით, რომლის პირველწყაროცაა ძალა, რომელსაც ლომები მზისგან იღებენ, ამ ნიშნის წარმომადგენლები სუპერგმირების სამყაროში ადვილად შეძლებდნენ გარდაქმნილიყვნენ ცეცხლის მბრძანებლებად. ისინი ფლობენ სიცარიელიდან ცეცხლის მოპოვების ნიჭს, და ასე ადვილად, მრისხანებისას, შეუძლიათ მისი ჩაქრობა, თავისი საყვარელი ადამიანის დაცვისთვის და მტრებთან ბრძოლისთვის გამოყენება, თუ ისინი თავს დაესხმევიან.
ქალწული - ადამიანი- ტორნადო
სიჩქარე და ტემპერამენტი, რომლებიც ითვლება ქალწულების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ, გარდაქმნიდა მათ სუპერგმირების სამყაროში ადამიანი-ტორნადოდ, რა თქმა უნდა, თუ ისინი დაისახავდნენ რამე მიზანს. მათი უნარი, წინასწარ გათვალონ სიტუაცია 5 ნაბიჯით წინ პანიკას იწვევს გარშემომყოფებში, თითქოს ისინი მართლაც ტორნადოს ხვდებიან. სხვათაშორის, ისევე, როგორც გრიგალი, ისინი ქრებიან, არ ხსნიან რა, რა სჭირდებოდათ, და რა თქმა უნდა, უკვე წინასწარ მიიღეს ყველაფერი, რას დასჭირდათ.
სასწორი - თავისი ფორმის შეცვლის უნარი
სასწორი ფლობს ერთ ძალიან სასარგებლო ნიჭს- ადაპტაციის უნარს. რომ ყოფილიყო სუპერგმირი, მიიღებდა ნებისმიერ ფორმას და შეეგუებოდა ნებისმიერ გარემოებას, გარემოს ან ადამიანებს.
მორიელი - ადამიანების გამჭოლ დანახვის უნარი
ამ ნიშნის წარმომადგენლები სუპერგმირების სამყაროში გამოირჩეოდნენ სხვისი აზრების „კითხვის“ ნიჭით. ფლობენ რა მშვენიერ ანალიტიკურ უნარებს, უბადლო ლოგიკას და გამჭრიახობას, ისინი ყველა დანარჩენზე უკეთ ფლობენ უნარს, უბრალოდ ჩაიხედონ ადამიანის თვალებში, იგრძნონ მისი ემოიცური მდგომარეობა, ტკივილი, და გაიგონ, რაზე ფიქრობს ის და რისკენ მიისწრაფვის.
მშვილდოსანი - ტყუილის დეტექტორი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ფლობენ სხვა ადამიანებისგან ჭეშმარიტების „გამოძალვის“ ნიჭს. ამ მიზეზით სუპერგმირებს შორის ისინი თავს გამოავლენდნენ როგორც მოსიარულე ტყუილის დეტექტორები. მაგრამ სიმართლეს იგებენ არა გულისცემით ან სუნთქვის სიხშირის ცვლილებით, არამედ რამდენიმე მანილუპაციის წყალობით, რომელიც აძინებს თანამოსაუბრის სიფხიზლეს და აიძულებს თავისი ნამდვილი ზრახვების მოყოლას.
თხის რქა - აზრების მბრძაენებელი
ხის რქები ფლობენ არაჩვეულებრივ ინტელექტუალურ ძალას და დაჟინებას, რაც აძლევთ მათ გარშემომყოფების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის და სხვისი გავლენისგან თავისი გადაწყვეტილებების დაცვის საშუალებას . სუპერგმირებს შორის ისინი გახდებოდნენ აზრების მბრძანებლები, ანუ ისინი, ვისაც შეუძლია საკუთარი აზრების სხვების თავებში ჩანერგვა- თან ისე ოსტატურად, რომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მოქმედებენ მხოლოდ თავისი ნებით, და არ არიან თხის რქების ხელში მყოფი მარიონეტები.
მერწყული - ადამიანი- უჩინმაჩინი
ამ ნიშნის წარმომადგენლები სუპერგმირებს შორის ალბათ მიიღებდნენ ადამიანი-უჩინმაჩინის სახელს. არასასიამოვნო სიტუაციების (როგორც ფიზიკურის, ისე მენტალურის) გაჩენისას მათი გაუჩინარების ნიჭი აოცებს. ასეთი უნარი აძლევს მათ შესაძლებლობას იმოგზაურონ მსოფლიოში, გაიცნონ სხვადასხვა ადამიანები და „მშრალი“ გამოვიდნენ ყველაზე რთული სიტუაციებიდან.
თევზები - სამყაროების შემქმნელი
ესენი არიან წარმოუდგენელი მეოცნებეები, რომლებსაც იშვიათად შეხვდები რეალურ სამყაროში. ამიტომ სუპერგმირების სამყაროში ისინი, უდავოდ, გახდებოდნენ სამყაროების შემქმნელები, რაც მისცემდა მათ თავისი ფანტაზიების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას. მათ წარმოსახვას და შემოქმედებით პოტენციალს არ აქვს საზღვარი, ამ მიზეზით ისინი ადვილად მოიგონებდნენ „მატრიცას“ მსგავს სცენარებს ან რამე ფუტურისტულ სამყაროებს.