რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც ყველაზე რთულია?
1. ქალწული
ქალწულები, სავარაუდოდ, ზოდიაქოს ყველაზე თვითკმარი ნიშანია. ასევე, ისინი განიხილავენ ურთიერთობების ძალიან ანალიტიკური და თითქმის მენეჯერული პოზიციიდან. მაშინაც კი, თუ ეს ქმედება მიზანმიმართული არ არის, ქალწულები ავტომატურად დისტანცირდებიან ადამიანებისგან, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მათი ნდობა შესაძლებელია. ამრიგად, ისინი არ არიან მარტივი ადამიანები, რომლებიც ყველას უყვართ და რომლებთანაც კომუნიკაცია ადვილია.
იმისთვის, რომ ქალწულმა ვინმე შეიყვაროს, საჭიროა კედლების დანგრევა და გახსნა, რაც მათი ხასიათისთვის იოლი სულაც არ არის. მას შემდეგ, რაც ამ ურთულეს ნაბიჯს გადადგამენ, ისინი საოცარი რომანტიკული პარტნიორები ხდებიან, თუმცა ამ მდგომარეობის მისაღწევად, ნამდვილად დიდი დრო იქნება საჭირო.
2. მორიელი
მორიელები არიან დედოფლები და მეფეები, რომლებმაც არ იციან რა უნდათ. ისინი ძალიან სწრაფად მოძრაობენ სითბოსა და სიცივეს შორის და ეს კი ნამდვილად ართულებს პასუხების პოვნასა და მათ მიმართ სტაბილური ემოციების შენარჩუნებას. მორიელი შეიძლება წარმოუდგენლად მოღალატე პარტნიორი იყოს, რომელიც ხშირად გაეხვევა გარე ურთიერთობებში.
სანამ მორიელი ემოციურად არ მომწიფდება, ისინი უბრალოდ არ არიან მზად რეალური ურთიერთობისთვის.
3. მშვილდოსანი
მთელს ზოდიაქოში და მთელს სამყაროში, არ არსებობს უფრო იმპულსური ნიშანი, ვიდრე მშვილდოსანი. გარკვეულწილად, ეს მათ ძალიან ამაღელვებელ პარტნიორებად აქცევს და ვისთან ერთადაც მოწყენა შეუძლებელი გახდება. სამაგიეროდ, მათი ეს ხასიათი განსაკუთრებით ართულებს სერიოზულ ურთიერთობებს. ისინი მუდმივად მისდევენ შემდეგ იდეას, შემდეგ თავგადასავალსა თუ შემდეგ ადრენალინს. ტრაგედია კი სწორედ ის არის, რომ მათი „შემდეგი სიახლეები“ უბრალოდ არასოდეს იწურება, რის გამოც, მათთან ურთიერთობა უბრალოდ არასტაბილურია.
მშვილდოსანი კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც იპოვის ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ მოითმენს მათი თავგადასავლების სიმრავლეს, არამედ გიჟურ იდეებში, პირდაპირ მათთან ერთად გადაეშვება.