ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელის მაისში ფინანსური კეთილდღეობა
მაისის მფარველი თეთრი მეტალის ხარია, რომელიც ყველანაირად ეხმარება მათ, ვისაც შრომა უყვარს. მომავალ თვეში გაწეული შრომა ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს დაუფასდება და მაისის შუა რიცხვებში სახელფასო დანამატს ან რაიმე სხვა სახის ფულად ჯილდოს მიიღებენ.
განსაკუთრებით ფინანსურ კეთილდღეობას მაისის თვეში თხის რქები, თევზები და ლომები უნდა ელოდონ.
მომავალი თვე, ასევე, ხელსაყრელი აღმოჩნდება ვერძსა და კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისათვის.
ის ფაქტი, რომ მაისში იუპიტერი თევზების ნიშანში იქნება, ზოდიაქოს ნიშნებს წარმატებას უწინასწარმეტყველებს. ფრთხილად უნდა იყოთ სამომავლო გეგმების შედგენისას თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები სწორად უნდა განსაზღვროთ.
მომავალ თვეში ხელსაყრელი რიცხვებია: 2, 18, 20, 21, 25 მაისი.
რაც შეეხება, 6, 9, 11, 26 და 30 მაისს, უმჯობესია დაისვენოთ და საქმეები გადადოთ, რადგან დიდი შანსია, ამ რიცხვებში დაწყებული საქმე წარუმატებელი აღმოჩნდეს.
წყარო:report.ge