დეპუტატებმა ამნისტიის კანონპროექტი მიიღეს
87 მომხრე 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მიიღო. 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღო.
"ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.