მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, რომლებმაც რუსეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა განიცადეს - იენს სტოლტენბერგი
რუსეთმა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყო - ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინასა და საქართველოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„რუსეთი და ბელარუსი ორი განსხვავებული ქვეყანაა, თუმცა მათ ქცევის ერთი მოდელი აქვთ. რა თქმა უნდა, ეს მოდელი არის ის, რაც სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან იგი ძირითად დემოკრატიულ უფლებებს არღვევს. იგი იმ ღირებულებებს არღვევს, რომლისაც ნატოს სჯერა. ეს არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება. ის ასევე ქმნის არასტაბილურობასა და გაურკვევლობას ჩვენს სამეზობლოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც ნატო გააგრძელებს ადაპტაციას, მაგრამ ასევე ამ მიზეზის გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ნატოს ორ პარტნიორს, რომლებმაც რუსეთის მიერ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა განიცადეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.