თეგებით ძიება

ბრიტანელი ექსპერტები ჭარბი წონის სწრაფად დაკლებას არ გვირჩევენ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა განსაზღვრა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, კვირაში 0,5-1კგ -ის დაკლებაა შესაძლებელი. ამ შედეგის მისაღწევად, სპეციალისტები გვირჩევენ შევამციროთ რაციონის კალორიულობა და გავზარდოთ ფიზიკური აქტივობა.

წონის მკვეთრი დაკლებისას, პერსპექტივაში მისი სწრაფად დაბრუნების ალბათობა მაღალია. მკვეთრი გახდომისას წონის შენარჩუნება რთულია და შესაძლებელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღინიშნოს. ერთერთი თეორიის თანახმად, წონის კლება უმჯობესია 60 წლამდე მოვახდინოთ.

ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სიმსუქნე ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. სიმსუქნესთან ბრძოლა, მეცნიერების თქმით, ბავშვობიდანაა აუცილებელი.

თუ ადამიანი ვერ ახერხებს გახდომას, პრობლემა თავის ტვინთანაა დაკავშირებული.
როგორც დადგინდა, განსაკუთრებული ჯგუფის ნეირონების სიკვდილმა, რომელიც დანაყრებაზეა პასუხისმგებელი, შეიძლება გამოიწვიოს ნაყროვანება.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა