რა ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს გახარიებმა 2020 წელს?
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მეუღლემ, მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს საფრანგეთში 472,400 ევროდ ბინა შეიძინა. ინფორმაცია მოცემულია ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეავსო.
ამავე დოკუმენტის თანახმად, გახარიამაც შეიძინა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელი მუხურში 2290 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. მისი ღირებულება როგორც დეკლარაციაშია მითითებული 25,000 ლარია.