12 უხერხული სიტუაცია, რომელშიც სელებრითები აღმოჩნდნენ
სასაცილო და უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებიც კი, და ამაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია, ვინაიდან პოპულარობის მიუხედავად ცნობილი სელებრითებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციებში ზოგჯერ ისევე ვარდებიან როგორც ჩვენ. მოულოდნელი კონფუზებისგან კი დაცული ამქვეყნად თავადაც მოგეხსენებათ რომ არავინაა. ერთადერთი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის მხოლოდ ის არის, რომ ფოტოგრაფთა კამერები ყოველთვის მათკენ არის მიმართული, ამიტომ ვარკვლავების უხერხული შემთხვევების შესახებ როგორც წესი, მთელი მსოფლიო მყისიერად იგებს ხოლმე, რაც როგორც წესი, განსჯის სერიოზული საგანი ხდება. ჩვენი სტატიის გმირები ამ უხერხულ ფოტოებს რომ შეეძლოთ ალბათ, დიდი სიამოვნებით წაშლიდნენ, ან უკეთეს შემთხვევაში სამუდამოდ დაივიწყებდნენ, მაგრამ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ მათ არ აქვთ, რას იზამ ასეთია პოპულარობის ფასი. დღევანდელ პოსტში გადავწყვიტე გაგიზიაროთ ყველაზე სახალისო ფოტოები, რომლებზეც ცნობილი ადამიანების ყველაზე კურიოზული მომენტებია ასახული.
კარა დელევინი რაღაცით ძალიან გაოცებულია
რიანამ თავისი უცნაური ჩაცმულობიდან ყურადღების გადატანა გადაწყვიტა
როგორც ჩანს, კირა სეჯვიკმა წითელი ხალიჩისთვის მაღალი ქუსლების სიმაღლე ვერ გათვალა
ავრილ ლავინი მოულოდნელად სცენაზე წაიქცა
ქეით მიდლტონი "როლიკებზე" სრიალის სწავლისას
ჯესიკა ალბამ უეცრად წონასწორობა დაკარგა
კრისტინა აგილერა დაძაბული "სამუშაო" დღის ბოლოს
ენ ჰეთეუეის აშკარად რაღაცის თქმა სურდა
ტომ ჰენქსი მის მხარზე ჩაძინებულ ყმაწვილთან ერთად
ჯენიფერ გარნერი ბავშვთა მაღაზიაში
პაულა ჰემილტონი, იმედი ვიქონიოთ რომ ინგლისელ მოდელს ყველაფერი რიგზე აქვს
intermedia.ge