30 მაისიდან - 22 ივნისის ჩათვლით მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის
მერკური ამ წელს მეორედ იწყებს რეტრო მოძრაობას 30 მაისიდან - 22 ივნისის ჩათვლით. თუმცა რეტროგრადული პლანეტების გავლენა შეიძლება ვიგრძნოთ ამ პროცესის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე და რეტრო მოძრაობის დამთავრებიდან ეს ვიბრაციები გარკვეული პერიოდი კიდე გაგრძელდეს.
ამჯერად, მერკურის ეს ენერგიები 7 ივლისამდე გაგრძელდება.
ასტროლოგიაში თითოეული პლანეტა პასუხისმგებელია ადამიანის ცხოვრების გარკვეულ სფეროზე. ციური სხეულების რეტროგრადულ პერიოდში იმ სფეროებში, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებლები, როგორც წესი, ხდება გარკვეული ცვლილებები. ეს ის დროა, როდესაც ღირს ამ მიმართულებებზე მუშაობა: ურთიერთობები, ფინანსური კეთილდღეობა, თვითგანვითარება, დისციპლინა და ა.შ.
მერკური ასოცირდება აზროვნებასთან, ინფორმაციის აღქმასთან, კომუნიკაციებთან, მოგზაურობასა და ბიზნესს პროცესთან. ამ მიმართულებებში ესეთ პერიოდებში შეიძლება წარმოიშვას გარკვეული სირთულეები: კონფლიქტური სიტუაციები, გაუგებრობები სამსახურში და სახლში, სირთულეები განათლების მიღების ნაწილში, საბუთების დაკარგვა, ავტოსაგზაო შემთხვევები, მატულობს შეცდომების დაშვების ალბათობა სხვადასხვა სფეროში და ა.შ. ასევე მწობრიდან გამოდის ტექნიკა, ამიტომ, ყველაფერი ის რაც ამ სფეროებთან არის დაკავშირებული გააკონტროლეთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ.
თუ რამდენად ძლირია პლანეტის რეტროგრადი, დამოკიდებულია ნიშანზე, რომლის გავლაც მას მოუწევს ამ პერიოდის განმავლობაში. ამჯერად მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყება და დასრულდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ზოდიაქოში მერკური, სახლში იმყოფება და მისი მფარველია. ორივე მათგანი პასუხისმგებელია ერთსა და იმავე სფეროებზე: კომუნიკაცია, ინფორმაციის აღქმა, ინტელექტუალური აქტივობა, აზროვნება და მოგზაურობა. ამიტომ აუცილებლია გაითვალისწინოთ, რომ ივნისში ამ მიმართულებებით განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობთ მერკურის რეტროგრადულ გავლენას.
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მერკურის რეტროგრადი ემთხვევა დაბნელების დერეფანს (მთვარის და მზის დაბნელებებს შორის ინტერვალი) 26 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
ესეთ დროს, შესაძლოა უკიდურესად არასტაბილური იყოს გუნება-განწყობილება, იგრძნობა ენერგიების ნაკლებობა, არ მუშაობს სრულფასოვნად იმუნური სისტემა, ამიტომ ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით იმ ორგანოებს, რომელზეც ეს პლანეტაა პასუხისმგებელი. ესენია - ხელები, ლავიწის ძვლები, ლიმფური ჯირკვლები, მხედველობა და მეტყველება, ფილტვები, ნერვული სისტემა, თავის ტვინის ქერქი. ნევრიტი (ანთებითი პროცესები დაკავშირებული ნერვული სისტემასთან.) ნევრალგია, ზედა მხრის ანთებითი პროცესები ნევრასთენია. ასევე, ნაწლავური პრობლემები, პანკრეატიტი, დიაბეტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სხვადასხვა ტიპის დაავადებები, ნახშირწყლები.
ამ პერიოდის გავლენას პირველ რიგში განსაკუთრებით იგრძნობენ ისეთი ნიშნები, რომლებიც ტყუპებთან კონფლიქტში არიან, ესენია: ქალწული, მშვილდოსანი და თევზები. დანარჩენი ნიშნებისთვის, ეს პერიოდი შედარებით უფრო მარტივი იქნება, თუნცა მერკურის რეტრო ენერგია მათზეც აისახება.
უსიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაფერი ყურადღებით შეამოწმოთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე, მოთმინება სხვების მიმართ და იდეალური იქნება თუ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებთან დაკავშირებული საქმეებს სხვა პერიოდისთვის გადაიტანთ. ასევე ამ 24 დღის განმავლობაში არასასურველია ახალი პროექტების დაწყება ან სერიოზული შენაძენების გაკეთება (უძრავი ქონება, დიდი ტექნიკა) და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ რეტრო მერკურის დროს, აუცილებელია ადამიანი გაჩერდეს და დაფიქრდეს, გადააფასოს, ეს პერიოდი აღიქვას ის არა როგორც სტაგნაცია, არამედ საკუთარ თავს მისცეს დრო და გააკეთოს სწორი დასკვნები, იმისათვის, რომ საბოლოოდ მიიღოს სარგებელი. ესეთი პერიოდები შეგიძლიათ იდეალურად გამოიყენოთ ძველი კავშირების აღდგენისთვის, დაწყებული პროექტების დასრულებისთვის ან მოუსმინოთ საკუთარ თავს და გაცნობიეროთ ის, რომ დროა ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.
30.05 – 22.06 პროგნოზი
♈️ ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ფინანსებთან მიმართებაში. მკაცრად აკონტროლეთ თქვენი ხარჯები. კარგი იქნება თუ შეიძენთ რვეულს და დაიწყებთ მათ აღრიცხვას, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ განახარჯებს.
განსაკუთრებული გააკონტროლეთ ფასიანი ქაღალდები და სანამ რამე საბუთს მოაწერთ ხელს აუცილებელად დეტალურად გაეცანით!
♉️ კურო
მერკურის რეტროგრადული პერიოდის განმავლობაში კუროს სუსტი წერტილი იქნება ურთიერთობები. დგება დრო გათავისუფლდეთ არა სასურველი ნაცნობებისა და მეგობრებისგან. შეძლებთ მათთან ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვათ წერტილი.
ასევე აუცილებელია გამოიჩინოთ მოთმინება სხვების მიმართ, როგორც არ უნდა გაღიზიანებდნენ ისინი. არ აყვეთ ემოციებს, რადგან ამ პერიოდში დაწყებული კონფლიქტები საკმაოდ მძაფრი და გრძელვადიანი იქნება. აკონტროლეთ თქვენი აგრესია!
♊️ ტყუპები
განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმუნიტეტის შესუსტება ხდება სტრესების ფონზე. მიიღეთ ვიტამინები, სწორად იკვებეთ, დალიეთ ბევრი სითხე. შეგიძლიათ მიმართოთ ასევე ხალხურ მედიცინას, ასევე კარგი იქნება თუ ჩაიტარებთ ორგანიზმის საერთო კვლევას.
აუცილებელია მოაწესრიგოთ მნიშვნელოვანი საბუთები.
♋️ კირჩხიბი
კირჩხიბებმაც ასევე უნდა იმუშაონ ურთიერთობებზე. თუმცა არა მეგობრებთან და კოლეგებთან, არამედ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. მიუხედავად რეტროგრადული მერკურის პერიოდისა, გეძლევათ შესაძლებლობა დაალაგოთ და გაარკვიოთ ოჯახში დაწყებული კონფლიქტები და გაიუმჯობესოთ გარემო.
♌️ ლომი
აუცილებელია უარი თქვან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ გააკეთოთ დიდი შენაზენები და არ დადოთ მნიშვნელოვანი გარიგებები, წინააჭმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე მიიღებთ იმედგაცურებას უახლოეს მომავალში.
ასევე კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.
♍️ ქალწული
მერკური ამ ზოდიაქოს მმართველია. ერთის მხრივ, ქალწულები იგრძნობენ დამატებით ძალების მოზღვავებას, რაც მათ წინსვლის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსალოდნელია ხასიათში გამოიკვეთოს ნევროზულობა, ეჭვიანობა, სკანდალების მოწყობის სურვილის ალბათობა.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი საქმეები მარტივად დაიწყოთ, აუცილებელია შეცდომების თავიდან ასაცილებლად, არ მოადუნოთ ყურადღება და მკაცრად გააკონტროლოთ მიმდინარე პროცესები.
♎️ სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კარგი დაიწებენ საკუთარი ცხოვრების და პრიორიტეტების დალაგებას.
მოიშორეთ ყველაფერი უსარგებლო რასაც არ იყენებთ. მოაწესრიგეთ თქვენი აზრები და ოცნებები, შეადგინეთ სამოქმედო გეგმები. ამავე დროს შეიმოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში, არ არის რეკომენდირებული ჩაატაროთ თქვენს სხეულზე ექსპერიმენტები, იშიმშილოთ, ჩააგდოთ სტრესში ან მიიღოთ მავნე საკვები. ასევე თავიდან აიცილეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვაც.
♏️ მორიელი
აუცილებელია გარკვეულწილად შეანელოთ თქვენი ცხოვრების რიტმი. ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება დაალაგოთ ახალი პრიორიტეტები და გააკეთოთ აქცენტები მთავარზე. მაგრამ აქაც ეცადეთ დაიცვათ ზომიერება. შეეცადეთ დაასრულოთ ის, რასაც ჯერ კიდევ დასრულებული სახე არ აქვს და ამის გამო არ გეძლევათ წინსვლის შესაძლებლობა.
♐️ მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ამ პერიოდში ეძლევათ მეორე შანსი, ბოლომდე მიიყვანონ საქმე რაც ადრე არ გამოუვიდათ ან სურვილისამებრ აღადგინონ ძველი დანგრეული ურთიერთობები.
მაგრამ ასევე არსებობს შეზღუდვებიც! არ არის რეკომენდირებული დაიწყოთ ისეთი საქმეები, რომელიც არის საბუთებთან და ბიუროკრატიასთან დაკავშირებული. გახსოვდეთ, ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია დათმობებზე წასვლა. მაშინაც კი, როცა ამის სურვილი არ არსებობს.
♑️ თხის რქა
გელოდებათ ცვლილებები მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. მოხდება პრიორიტეტების გადაფასება, რაც გამოიწვევს ვიღაცეებთან დისტანცირებას ან პირიქით მეტად დაახლოვებას.
ყურადღება გამოიჩინეთ სამსახურში, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენები. საჭირო იქნება ახალი ცოდნის და უნარების განვითარებას. მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენი პიროვნების მიმართ გაიზრდება ინტერესი.
♒️ მერწყული
მერწყულებმა უნდა გააანალიზონ მათი ცხოვრება, საკუთარი მოქმედებები და გეგმები. სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები და ნუ შეეჭიდებით დაუძლეველს.
თქვენთვის ყველაზე მთავარია დეტალურად და ზედმიწევნით დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები, სწორედ გაწეროთ დროში და ამ გეგმით შეუდგეთ მათ ეტაპობრივ განხორციელებას.
♓️ თევზები
თევზებს შეეძლებათ ამ პერიოდში ბევრი ისეთი ახალი გეგმა შეიმუშაონ, რაც მოულოდნელად დაეხმარება მათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
მატერიალური მხარე ბოლომდე გამართული ვერ იქნება, უმჯობესია გააკონტროლოთ ხარჯები და მოიფიქრეთ როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ ფინანსები, თავიდან მოიცილოთ სესხები და ვალები, რომლებიც ხელს გიშლიან განვითარებაში და გეგმების განხორციელებაში.
პროგნოზის ავტორი: ნინა ხომერიკი