1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ეს დღე რაღაც ახლის შექმნასთან და ოჯახურ ურთიერთობებთან ასოცირდება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თამამად დაგეგმოთ მომავალი. ასევე, წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ მშენებლობასა და ვაჭრობაში. მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, აქტიურად უნდა მიჰყვეთ საქმეებს, აღიჭურვოთ საჭირო ინფორმაციით, მასალებითა და საშუალებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოვლენები გვერდს ჩაგივლით.
კურო
თქვენი სილაღე და სითბო გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს, მრავალ კომპლიმეტსაც დაიმსახურებთ, შესაძლოა თქვენი მოხერხებულობა და მიზანდასახულობა არა მარტო მიბაძვის, არამედ შურის გამომწვევიც გახდეს ზოგიერთი ადამიანისთვის.
ტყუპები
ამ დღეს სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ როგორც თქვენს თავში, ისე თქვენს რჩეულში. წარმატების ქარი კვლავ თქვენკენ დაუბერავს, ოჯახური ცხოვრება სტაბილურ ეტაპზე გადავა. კონფლიქტებსა და დაპირისპირებას ურთიერთგაგება, იდეები, ჩანაფიქრები და ოჯახური გეგმების რეალიზება ჩაანაცვლებს.
კირჩხიბი
ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაძლოა ეს პროცესები მშენებლობას ან სხვა შემოქმედებით პროცესს უკავშირდებოდეს, ან გარკვეულ მღელვარებასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ საბოლოოდ ყოველივე შვებასა და წარმატებას მოგიტანთ.
ლომი
ამ დღეს ფინანსური და იურიდიული საკითხების გადაჭრა გაგიჭირდებათ. შენელდება ფულადი შემოსავლის პროცესი. სამსახურში განიხილება ხელფასის თემა და ვარსკვლავები გპირდებიან, რომ გულგრილი არც თქვენ დარჩებით. გარდა ამისა, მოსალოდნელია ცვლილებები და ინოვაციები. საბოლოოდ, ეს ცვლილებები პოზიტიური აღმოჩნდება, თუმცა, ამ სიახლეების გამო არ გამოირიცხება, მივლინებაში მოგიწიოთ წასვლა.
ქალწული
განახლებისა და სიახლეების დრო. შესაძლებლობები მრავლადაა, ახლა ჭკვიანური იქნება კარგად დაფიქრდეთ და აირჩიოთ სამოქმედო გზა. საჭიროების შემთხვევაში კი კონსულტაციისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.
სასწორი
ფინანსურად სტაბილურობა გელოდებათ. შესაძლოა, ფული საჩუქრადაც მიიღოთ, პრემიის ან გაზრდილი ხელფასის სახით. ნუ მოდუნდებით, როგორც კი ხელში სოლიდური თანხა გაგიჩნდებათ. შეეცადეთ, თქვენი ნაშრომი ზომიერად დახარჯოთ.
მორიელი
შეეცადეთ არ აჰყვეთ ფანტაზიებს და იცხოვრეთ რეალობაში. აღიდგინეთ ძალები, წონასწორობა, განავითარეთ თქვენი შესაძლებლობები და თქვენი ცხოვრება მიმართეთ არა მხოლოდ ახლობლების, არამედ თქვენივე კეთილდღეობისაკენ.
მშვილდოსანი
ენერგიის ნაკლებობის კომპენსირებას შეძლებთ. საკუთარ თავში საჭირო ძალებსა და თავდაჯერებულობას იპოვით. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ ეს დღე და დასვენებაზე შემდეგ იფიქროთ.
თხის რქა
გაამახვილეთ ყურადღება ირგვლივმყოფებზე, შესაძლოა ვიღაც თვალს გადევნებთ. ახლა გარდამტეხი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში, დაისახეთ ახალი მიზანი, სწორად გადაანაწილეთ თქვენი ძალები და გონივრული ნაბიჯებით იარეთ წინ.
მერწყული
შრომას ან სწავლას იმდენად თავდაუზოგავად დაიწყებთ, რომ მზად ხართ ჭამაც დაივიწყოთ და ძილიც. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სამუშაო ვიღაცის კონტროლქვეშ შესრულდება. შესაძლოა, სიტუაცია ამგვარად იმიტომ განვითარდეს, რომ თქვენი კარიერა, სწავლა და ავტორიტეტი რაღაც დოზით ვიღაცაზეა დამოკიდებული. გამოცდების ჩასაბარებლად ისარგებლეთ როგორც ახალი მეთოდით, იმ რეკომენდაციებით, რომლებიც ძველ მეთოდებს გულისხმობს.
თევზები
გექნებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, თქვენს ირგვლივ ამისთვის საკმაო რესურსია. იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებაზე. კარგი იქნება ვიზუალიზაციის ტექნიკების გამოყენება, განსაკუთრებით სასარგებლოა ლოცვა და მედიტაცია.